weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

24 წლის ვალერი შუხოშვილი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა

23:46 შაბათი, 24 თებერვალი 2018

პოლიცია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს 24 წლის ვალერი შუხოშვილის გარდაცვალების ფაქტს. ახალგაზრდა მამაკაცი ვარკეთილში მდებარე სამხედრო დასახლებაში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში 22 თებერვალს დაიღუპა. სასიკვდილო ჭრილობა მას მუცლის არეში აქვს მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ვალერი შუხოშვილი, მისი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ. მეუღლის მონათხრობის მიხედვით, ვალერი შუხოშვილი დანით თამაშობდა და მუცლის არეში შემთხვევით დაირტყა.

გარდაცვლილის მეგობრებს ამ ვერსიის არ სჯერათ. მათი ინფორმაციით, ცოლ-ქმარს ბოლო პერიოდში დაძაბული ურთიერთობა და ხშირად კონფლიქტი ჰქონდათ.

მათივე ცნობით, ცოლი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ვალერი დაიჭრა, მუცლიდან დანა მან გამოაძრო, რის შემდეგაც დახმარების მიზნით პირველად საკუთარ ძმას დაურეკა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლისას ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა და გამოძიება ექსპერტიზის პასუხს ელოდება, საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე პირი კი უკვე დაკითხულია.

ვალერი შუხოშვილი წარმოშობით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნიდან იყო.

გელა მთივლიშვილი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორი. აშუქებს უმცირესობების, ადამიანის უფლებების და მთის საკითხებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]