weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ყვარელში შვილმა და რძალმა 68 წლის მამაკაცი ცემეს

00:30 კვირა, 25 თებერვალი 2018

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში შვილმა 68 წლის მამა ცემა. ფიზიკური შეურაცხყოფა მამამთილს რძალმაც მიაყენა. ცემის შედეგად დაზარალებულს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, რის გამოც ის ყვარლის საავადმყოფოში მოათავსეს.

პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ, სამართალდამცავებმა დაზარალებული დაკითხვაზე პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. დაკითხვის შემდეგ კი, როცა 68 წლის მამაკაცი სახლში ბრუნდებოდა, ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა და გარდაიცვალა. შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა.

როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობისა და 276-ე, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ანექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლებით მიმდინარეობს.

პოლიციამ ძალადობაში ბრალდებული შვილი დააკავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]