weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებისთვის ჯარიმა 500-დან 1000 ლარამდე იქნება

11:43 სამშაბათი, 27 თებერვალი 2018

წვრილმანი ხულიგნობისთვის ჯარიმის ოდენობა იზრდება და 100 ლარის ნაცვლად, 500 ლარიდან 1000 ლარამდე იქნება. ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის.

კანონპროექტით, წვრილმანი ხულიგნობა – საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი ქმედება, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს არღვევს, გამოიწვევს დაჯარიმებას – 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით. თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით.

იზრდება სახელმწიფო მოხელის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან მის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისთვის დადგენილი სანქციის ოდენობაც. თუ მოქმედი კანონმდებლობით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ისჯება ჯარიმით 250 ლარიდან 2000 ლარამდე, კანონის მიღების შემდეგ ასეთი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 4000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონმდებლები მას სავარაუდოდ 7 მარტს განიხილავენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]