weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ეკატერინე კოტრიკაძე რუსეთის დუმის წევრს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

16:50 ოთხშაბათი, 28 თებერვალი 2018

ქართველი ჟურნალისტი, რუსული ტელეარხის RTVI-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ეკატერინე კოტრიკაძე რუსეთის დუმის დეპუტატ ლეონიდ სლუცკის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. RTVI-ის ეთერში კოტრიკაძემ 7 წლის წინ მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.

როგორც ეკატერინე კოტრიკაძე ამბობს, იმ პერიოდში, 26 წლის ასაკში, საქართველოში მუშაობდა და მოსკოვში ჩავიდა, სადაც ინტერვიუს ჩასაწერად რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრსა და დუმის დეპუტატს, ლეონიდ სლუცკის დაუკავშირდა. სლუცკიმ დეტალების შესათანხმებლად ჟურნალისტი საკუთარ ოფისში მიიწვია.

„კაბინეტის კარი ჩაკეტა და შეეცადა კედელთან მივემწყვდიე, შემხებოდა და ეკოცნა. თავი გამოვითავისუფლე და გავიქეცი. დარწმუნებული ვარ, რომ იმას, რაზეც ვლაპარაკობ, ბევრი ჟურნალისტი და გოგონა ხვდება რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ორგანოებსა და უწყებებში. ისინი ამაზე არ საუბრობენ, რადგან გვესმის, რომ თქმას აზრი არ აქვს. თქმის შემთხვევაში ბევრ შეურაცხმყოფელ სიტყვას მიიღებ, რომ ამის უკან ტყუილი, რაღაც პოლიტიკური მოტივები და ინტრიგები დგას. სინამდვილეში ასეთი რაღაცეები ხდება და მას არავინ ებრძვის. ეს ძალიან საშიში და უსიამოვნოა, - ამბობს ჟურნალისტი.

ეკატერინე კოტრიკაძის მონათხრობი სჯერა RTVI-ის დირექტორ ალექსეი პივოვაროვს, რომელმაც კოლეგას პირდაპირ ეთერში დაუჭირა მხარი და აღნიშნა, რომ ტელეარხი RTVI-ი იღებს პასუხისმგებლობას ყველა ნათქვამ სიტყვაზე. პივოვაროვი მოუწოდებს ყველას, ვისაც სლუცკისთან მსგავსი ამბავი გადახდა, ხმა აიმაღლოს.

22 თებერვალს ტელეკომპანია „დოჟდმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამი ჟურნალისტი ქალი ლეონიდ სლუცკის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ტელეარხს ჟურნალისტების ვინაობა არ დაუსახელებია. ეკატერინე კოტრიკაძე პირველი ჟურნალისტია, რომელმაც ამაზე საჯაროდ ილაპარაკა.

ლეონიდ სლუცკი, რომელიც რუსეთის მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 მოწვევის სახელმწიფო დუმის წევრია, ბრალდებებს უარყოფს. მისი პარტიის სპიკერი იგორ ლებედევი კი გეგმავს, რომ „დოჟდისთვის“ აკრედიტაციის ჩამორთმევის საკითხი სახელმწიფო დუმაში დააყენოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]