weather cur horoscope tv
ივნისი 21, 2024

ბათუმის პლაჟზე უფასო საშხაპეები და გასახდელები დამონტაჟდება

11:27 შაბათი, 20 მაისი 2017

ბათუმის პლაჟზე წელს 20 ახალი უფასო საშხაპე და გასახდელი დამონტაჟდება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, წლევანდელ სეზონზე შეზლონგისა და ქოლგის ღირებულება ფიქსირებული იქნება - მთელი დღის განმავლობაში შეზლონგი 3 ლარი, ქოლგა კი 1 ლარი ეღირება.

შეზლონგებისა და მზისგან დასაცავი ქოლგების გაქირავების ფასი, კომპანიებს, რომლებიც სექტორების მოწყობას უზრუნველყოფენ, ხელშეკრულებაში აქვთ გათვალისწინებული. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფასის განსაზღვრა დამსვენებლების პრეტენზიების გამო მოხდა.

„იყო შემთხვევები, როცა გამქირავებლები ბევრად მაღალ ფასს ადებდნენ, რაც დამსვენებლების უკმაყოფილებას იწვევდა“, – აღნიშნეს ბულვარის ადმინისტრაციაში.

პლაჟებზე გასახდელებისა და საშხაპეების მოწყობა 25 მაისიდან დაიწყება. საპლაჟო ინფრასტრუქტურის მოწყობა 1 ივნისისთვის უნდა დასრულდეს. გათვალისწინებულია 3 სანაყინე კუთხის ა სუვენირებისთვის 30 დახლის დადგმა.

ბათუმის ბულვარის გაშენება 1881 წლიდან დაიწყო. ბოლო წლებში ბათუმის ბულვარის ტერიტორია საგრძნობლად გაიზარდა და დღეისათვის მისი სიგრძე 7 კილომეტრს აღწევს. ბულვარის სანაპირო ზოლი ბუნგალოებით, კაფე-ლაუნჯებით, რესტორნებით, საბავშვო ატრაქციონებით, თანამედროვე დიზაინის სკამებით, სკულპტურებითა და ახალი ფანტანებით არის დამშვენებული და იგი ქალაქის სტუმრებისთვის ყველაზე მიმზიდველი ადგილია. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]