weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ოზურგეთსა და ფოთში საგამოცდო ცენტრები აღარ გაუქმდება

18:41 შაბათი, 03 მარტი 2018

ოზურგეთსა და ფოთში საგამოცდო ცენტრების ფუნქციონირება გაგრძელდება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის დავალებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მაია მიმინოშვილი ამ საკითხზე რეგიონებში აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს ესაუბრა.

კონსულტაციის შედეგად გადაწყდა, რომ ოზურგეთსა და ფოთში საგამოცდო ცენტრები არ დაიხურება და ადგილობრივები გამოცდების ამ ქალაქებში ჩაბარებას შეძლებენ.

რაც შეეხება ხულოს საგამოცდო ცენტრს, მაია მიმინოშვილის განმარტებით, ხულოში, საგამოცდო ცენტრი ტექნიკური მიზეზის გამო, 2018 წელს ვერ გაიხსნება. სკოლას, რომელსაც საგამოცდო ცენტრად იყენებდნენ, სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება.

განათლების სამინისტრომ საგამოცდო ცენტრების გაუქმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. გადაწყვეტილების თანახმად, აბიტურიენტებს გამოცდების ჩასაბარებლად სხვა ქალაქებში მოუწევდათ ჩასვლა. განათლების სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას ფოთელი და ოზურგეთელი აბიტურიენტების პროტესტი მოჰყვა.

საგამოცდო ცენტრების სრული სია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე 5 მარტს გამოქვეყნდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]