weather cur horoscope tv
ოქტომბერი 21, 2020

სამგორის რაიონში ხის საამქრო დაიწვა

11:21 კვირა, 04 მარტი 2018 hits 1330

თბილისში, სამგორის რაიონში, ხის საამქროში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3000 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ანდრე ქუჯაიძის განცხადებით, მთლიანად დამწვარია საამქროს ის ნაწილი, სადაც ხის მასალა ინახებოდა.

ხანძარი დილით დაახლოებით 10 საათზე გაჩნდა. ამ დროისთვის მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. ანდრე ქუჯაიძის თქმით, ადგილზე 15 სახანძრო ბრიგდა მუშაობს და ცეცხლის ცალკეული კერების ჩაქრობა მიმდინარეობს.

ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, საამქროში შინაური ცხოველების სადგომებს ამზადებდნენ და საზღვარგარეთ ყიდდნენ. საამქრო „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში იყო დაფინანსებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]