weather cur horoscope tv
ნოემბერი 29, 2020

საქართველოს მთის კურორტების შესასწავლად საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი ეწვია

11:12 სამშაბათი, 06 მარტი 2018 hits 1022

საქართველოში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვიდა, რომელიც შეაფასებს მთის კურორტების დღევანდელ მდგომარეობას, დადებს სურათს, თუ რა მიმართულებებით გვინდა განვითარება და ამ შეფასებაზე დაყრდნობით, ჩვენ შევიმუშავებთ სამოქმედო გეგმას, რომ საქართველოში 2030 წლისთვის ჩატარდეს ზამთრის სპორტული ოლიმპიადა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ლოზანაში ვიზიტისას, ის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, თომას ბახს შეხვდა და მასთან ერთად 2030 წელს, საქართველოში ზამთრის სპორტული ოლიმპიადის ჩატარების პერსპექტივა განიხილა. პრემიერ-მინისტრმა თომას ბახს სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.

„2030 წელს საქართველოში ზამთრის სპორტული ოლიმპიადის ჩატარება არის უდიდესი  პერსპექტივა მთელი ქვეყნისთვის. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფი შეაფასებს სამთო-სათხილამურო კურორტებს და დაიდება იმ მიმართულებების ანალიზი, სადაც ჩვენ გვმართებს მეტი ყურადღების კონცენტრირება, მეტი რესურსის დახარჯვა,“- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]