weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას – ილია II

10:55 შაბათი, 10 მარტი 2018

ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას. დღევანდელი მდგომარეობა გავს დაგორებულ ლოდს, მთიდან რომ დაგორდება და ვეღარ გააჩერებ, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოებასა და ფსიქოლოგებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ბოლო დროს მომხდარ ნეგატიურ მოვლენებში ახალგაზრდობაც არის ჩართული. ილია მეორეს სურს, მოეწყოს რამდენიმე შეხვედრა, სადაც იმსჯელებენ, როგორ უშველონ ხალხს.

„თქვენ მოგეხსენებათ, რომ უარყოფითი ამბები მოდის, ხდება ნეგატიური მოვლენები. ახალგაზრდობა არის ჩაბმული ამაში. სიძულვილი რით აიხსნება? – ზოგიერთი ფიქრობს, რომ სოციალური მდგომარეობაა მძიმე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რაღაც უფრო მეტია, უფრო ძლიერი. ბიბლიაში წერია, რომ ბოლო დროს, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, ბოროტი სული, ეშმაკი გააძლიერებს თავის ზეგავლენას. რა თქმა უნდა, თვითონ ადამიანის მონაწილეობით. თუ ადამიანს არ უნდა და სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, ეშმაკი ვერაფერს დააკლებს და მე მინდა, რომ რამდენიმე შეხვედრა მოვაწყოთ და ვიმსჯელოთ, როგორ ვუშველოთ ხალხს.

უპირველეს ყოვლისა, უნდა გაძლიერდეს ჩვენი ლოცვა და გთხოვთ ფსიქოლოგებს, რომ გამოთქვათ თქვენი აზრი ამის შესახებ. მე ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას. ეს ჰგავს დაგორებულ ლოდს, ქვას, აი, მთიდან რომ დაგორდება და ვეღარ გააჩერებ, აი, ამას ჰგავს დღევანდელი მდგომარეობა. მე მინდა, რომ მოხსენება კი არ იყოს ჩვენი ფსიქოლოგების, აი, საუბარი გაიმართოს. აქტიური მონაწილეობა თქვენც უნდა მიიღოთ, მეც და სხვებმაც. ღმერთმა ინებოს, რომ გამოვსწორდეთ“, – აღნიშნა პატრიარქმა.

9 მარტს, პატრიარქმა და მეუფე შიომ ახალგაზრდებში მომატებულ აგრესიის საკითხებზე მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოებასა და ფსიქოლოგებთან შეხვედრა გამართეს. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამედროვეობის პრობლემებსა და გამოწვევებს. მათივე ცნობით, მისმა უწმინდესობამ მოისმინა გამომსვლელთა აზრები, რა ფაქტორები განაპირობებს ახალგაზრდებში მომატებულ აგრესიას. პრობლემებს შორის დასახელდა აღზრდისა და განათლების პრობლემა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი და გაუფასურებული ღირებულებები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]