weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

დაშავებული სამხედროებისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამა დაიწყება

10:55 სამშაბათი, 13 მარტი 2018

საქართველოს შეიარაღებული ძალების დაშავებული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ახალი ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამა დაიწყება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამებში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის პერსპექტივებზე სასაუბროდ, საქართველოში საქველმოქმედო ორგანიზაციების „Give an Hour“ და „Allied Forces Foundation“ პრეზიდენტები, დოქტორი ბარბარა ვან დალენი და სტიუარტ ტეილორი ჩამოვიდნენ. დღეს მათ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან ზაალ კაპანაძესთან და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ზაზა ჩხაიძესთან გამართეს შეხვედრა.

„Give an Hour“-ის მოდელში, რომელიც აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში ოპერირებს, ათასობით ფსიქოლოგია ჩართული. მოხალისე პროფესიონალები მზად არიან უფასო ფსიქოლოგიური მხარდაჭერა აღმოუჩინონ დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს სკოლებში, საზოგადოების კონკრეტულ ჯგუფებთან და სამხედრო ბაზებზე, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებითა და ტრენინგებით. პროფესიონალი მედიკოსები სტიგმის დაძლევაზეც მუშაობენ, რომელიც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებთან ასოცირდება.

სამინისტროს ცნობით, სწორედ მსგავსი მოდელის დანერგვის მიზნით იმყოფებიან ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში. ისინი ადგილზე შეისწავლიან მთლიანად ქვეყანაში და შეიარაღებულ ძალებში არსებულ ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და ფსიქოლოგიური სერვისების მდგომარეობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]