weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდებისთვის სტაჟირების პროგრამა გამოცხადდა

23:13 ოთხშაბათი, 14 მარტი 2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროსთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით გამოაცხადა სტაჟირების პროგრამა „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ (1+4) მოსარგებლე პირებისათვის.

სტაჟირების პროგრამის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება და საბოლოო ჯამში, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.

პროგრამის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ კონკურსის საფუძველზე ჩაერთონ სტაჟირების პროცესში. სტაჟიორებს შეფასების დადგენილი კრიტერიუმებით სპეციალურად შექმნილი კომისია შეარჩევს.

წარმატებული აპლიკანტები 1-დან 6 თვემდე სტაჟირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადის ფორმა 31 მარტამდე უნდა შეავსონ.

„1+4 საგანმანათლებო პროგრამა“ ითვალისწინებს აფხაზურ, ოსურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებასა და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. ახალგაზრდები ერთი წლის განმავლობაში გადიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო კურსს, რის  შემდეგაც სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე აგრძელებენ.

„2017 წელს პროგრამის ფარგლებში 65-მა ახალგაზრდამ - „1+4 პროგრამის“ კურსდამთავრებულებმა და ასევე, დამამთავრებელი კურსების სტუდენტებმა სტაჟირება ოც სხვადასხვა საჯარო უწყებაში გაიარეს. ამ წარმატებული გამოცდილების გათვალისწინებით სახელმწიფომ მოახდინა პროგრამის ინსტიტუციონალიზაცია და დღეს ჩვენ უკვე ვაცხადებთ კონკურსს ყველა დაინტერესებული პირისთვის, რომელიც „1+4 პროგრამაშია“ ჩართული. მათ ექნებათ გაცილებით უფრო ფართო შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტ საჯარო უწყებაში, ბევრად მეტ ვაკანსიაზე გაიარონ სტაჟირება“, - აღნიშნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]