weather cur horoscope tv
ოქტომბერი 25, 2024

კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება

17:53 ორშაბათი, 22 მაისი 2017

ცენტრალურ აფრიკაში დატყვევებული ქართველი სამხედრო მფრინავის სოსო ოსორაულის მხარდასაჭერად, 24 მაისს, 14:00 საათზე აქცია გაიმართება ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში. თუშებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს მთავრობა სოსო ოსორაულის გათავისუფლებისთვის რეაგირებას არ ახდენს.

41 წლის სოსო ოსორაული თითქმის ოთხი თვეა რაც კონგოში, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაშია. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში არსებული Ми-24 ტიპის ორი დამრტყმელი შვეულმფრენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში 27 იანვარს ჩამოვარდა. ერთ–ერთ შვეულმფრენს სოსო ოსორაული მართავდა. ქართველი პილოტები მოიერიშე თვითმფრინავების საბრძოლო გამოყენებას ასწავლიან კონგოელ მფრინავებს, რამდენიმე ქართველი საავიაციო ინჟინერი კი თვითმფრინავების ტექნიკურ გამართულობას უზრუნველყოფს.

თადარიგის პოლკოვნიკი სოსო ოსორაული ის სამხედრო მფრინავია, ვინც 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს, 11 აგვისტოს, 2-3 საათზე ბოლო გაფრენა შეასრულა და II ქვეითი ბრიგადის ორი ბატალიონი ალყიდან დაიხსნა. სპეციალისტების ინფორმაციით, ის საოცრად მაღალი კლასის სამხედრო მფრინავია.

სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თქმით, ამბოხებულთა ტყვეობიდან სოსო ოსორაულის დასახსნელად, კონგოს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

კვირის პოპულარული

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]