weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიის შედეგად მე-11 კლასელი გოგონა გარდაიცვალა

18:53 ორშაბათი, 19 მარტი 2018

ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა. გარდაცვლილი ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე იყო.  

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 18 მარტს მოხდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანა. გოგონა ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გამთენიისას გარდაიცვალა. მედიკოსების ინფორმაციით, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა. ერთ-ერთი დაშავებული, რომელიც ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, ასევე მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილი დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის 3117 შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან 345 დაზარალებულის სიკვდილით; 2017 წელს 2605 ავტოსატრანსპორტო შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან 322 დაზარალებულის სიკვდილით. 2018 წლის იანვარში 466 ავტოსატრანსპორტო შემთხვევაა რეგისტრირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]