weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

რუსეთი 1 კგ ფაროსანაში აფხაზეთის მცხოვრებლებს 1000 რუბლს სთავაზობს

14:32 ორშაბათი, 26 მარტი 2018

რუსული მხარე აფხაზეთის მცხოვრებლებს 1 კილოგრამ ფაროსანაში 1000 რუბლს (დაახლოებით 42 ლარი) სთავაზობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ჯამბულატ ხატუოვმა სოხუმში განაცხადა.

ხატუოვის თქმით, შეგროვებულ მწერს სამეცნიერო კვლევებისთვის და ფერომონების დასამზადებლად გამოიყენებენ, რათა მავნებლის გენეტიკა და მასზე ქიმიური პრეპარატების ზეგავლენა შეისწავლონ.

„უახლოესი ორი კვირის განმავლობაში საჭიროა დიდი რაოდენობით აზიური ფაროსანას შეგროვება. ეს მანამდე უნდა გაკეთდეს, ვიდრე გარკვეული ტემპერატურული რეჟიმი დადგება, რასაც უკავშირდება აზიური ფაროსანას პოპულაციის გააქტიურება. მოსახლეობისთვის დამატებითი სტიმულის მისაცემად, ერთი კილოგრამი ფაროსანასთვის 1000 რუბლი დაწესდა“, - განაცხადა ჯამბულატ ხატუოვმა.

მისივე თქმით, ფაროსანას ხელით შეგროვება დღესდღეობით მავნებელთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია.

„მავნებელს ჯერ სძინავს. ამიტომ აფხაზეთის მცხოვრებლებს ადვილად შეუძლიათ მისი გამოვლენა და განადგურება. იმის გათვალისწინებით, რომ ყოველი მწერი სეზონზე ექვს მილიონამდე ინდივიდს იძლევა, გარანტირებულია, რომ ხელით შეგროვება მნიშვნელოვნად შეამცირებს მავნებლის რაოდენობას“, - აღნიშნა ხატუოვმა.

შეგროვილ აზიურ ფაროსანას მჭიდროდ დახურული პლასტმასის კონტეინერებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონულ განყოფილებებში ჩაიბარებენ.

„როსსელხოზნადზორმა“ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზიური ფაროსანა ფიტოსანიტარული კონტროლის დროს, აფხაზეთიდან რუსეთში მიმავალი მგზავრების ხელბარგში აღმოაჩინეს. ამის გამო აფხაზეთიდან რუსეთში ხილ-ბოსტნეულის შეტანა დროებით აიკრძალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]