weather cur horoscope tv
სექტემბერი 30, 2020

არალეგალურ მიგრაციაში ხელშეწყობა დაისჯება – მინისტრის მოადგილე

13:00 სამშაბათი, 27 მარტი 2018 hits 1274

არალეგალურ მიგრაციაში ხელშეწყობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება გახდება. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

„მიმდინარეობს მუშაობა, რომ მოხდეს კრიმინალიზაცია იმ საქმიანობის, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეების მოტყუებით გადაყვანას ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში და იქ ვითომდა დასაქმებას. ამ სქემების, ორგანიზაციების თუ პირების გამოვლენის შემთხვევაში მათი კრიმინალიზება მოხდება“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

მისივე თქმით, აპრილში საქართველოში იგეგმება ევროპის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს (Frontex) დელეგაციის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც არალეგალური მიგრაციის პრობლემასთან ბრძოლის დამატებით შესაძლებლობებს განიხილავენ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, არალეგალური მიგრაციის ერთ-ერთი საპასუხო ნაბიჯი აუცილებლად იქნება ე.წ. ცირკალური მიგრაციის ხელშეწყობა - საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმება ევროპის ქვეყნებში.

საქართველოს მოქალაქეები 2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირში/შენგენის ზონაში უვიზოდ შედიან. უვიზო რეჟიმი ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით მიმოსვლას გულისხმობს და არ ითვალიწინებს დასაქმების მიზნით გრძელვადიან ვიზიტებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]