weather cur horoscope tv
ივნისი 28, 2022

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს

12:45 ოთხშაბათი, 28 მარტი 2018
ფოტოზე ზაზა ჩაჩანიძე ფოტოზე ზაზა ჩაჩანიძე

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს. ჩაჩანიძის იმპიჩმენტს სხდომაზე მყოფი 21 დეპუტატიდან მხარი 19-მა დაუჭირა, ორი კი წინააღმდეგი იყო.

ბორჯომის საკრებულოს სხდომა 12:00 საათზე დაიწყო. საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის იმპიჩმენტი განსახილველ საკითხთა შორის პირველი იყო. სხდომას საკრებულოს 28 დეპუტატიდან „ქართული ოცნების“ 13 და „პატრიოტთა ალიანსის“ 8 წევრი ესწრებოდა. კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს „ლეიბორისტული პარტიის“, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა. სხდომას არ დაესწრო ზაზა ჩაჩანიძე და „პატრიოტთა ალიანსის“ კიდევ ორი წევრი.

„პატრიოტთა ალიანსის“ 2 წევრის დახმარებით, საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრებმა ზაზა ჩაჩანიძის იმპიჩმენტი მას შემდეგ მოითხოვეს, რაც საკრებულომ მუნიციპალიტეტის მერიას მეექვსედ უთხრა უარი მერის მოადგილეების და სამსახურების უფროსების ხელფასების მნიშვნელოვნად გაზრდაზე. ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებული დავა ბორჯომში სამი თვე გაგრძელდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ზაზა ჩაჩანიძემ კენჭი „პატრიოტთა ალიანსიდან“ იყარა. საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციას აქვს. 28 წევრიდან 13 „ქართულ ოცნებას“, 15 კი ოპოზიციას წარმოადგენს. მათ შორის, 11 „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია, 2 - „ნაციონალური მოძრაობის“, თითო-თითო კი „ევროპული საქართველოს“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრები არიან. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]