weather cur horoscope tv
ოქტომბერი 24, 2020

პედაგოგი 15 წლის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

23:09 კვირა, 01 აპრილი 2018 hits 1307

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 65 წლის მამაკაცი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 მარტს, ქალთა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელმა, თავის კუთვნილ ავტოფარეხში და საცხოვრებელ ბინაში, მასთან დროებით მცხოვრები, 15 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

სამინისტროს ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ძალადობის გარეშე ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]