weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ბათუმში სკოლის მოსწავლე დაჭრეს

16:36 ორშაბათი, 02 აპრილი 2018

ბათუმში, მე-7 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლე დაჭრეს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, 12 წლის ბიჭი დანით ფეხშია დაჭრილი.

არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დაჭრა, იდენტიფიცირებულია. ის ჯერ არ დაუკავებიათ.

დაჭრილი ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში გადაიყვანეს. ექიმ მაია ფარტენაძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ის გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაშია მოთავსებული.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]