weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

მომხმარებლებს მოუწოდებენ, საეჭვო ადგილებში ხორცი არ შეიძინონ

13:54 ხუთშაბათი, 05 აპრილი 2018

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, აღდგომის დღეებში მარხვის დასრულებასთან ერთად, ხორცპროდუქტების მოხმარება იმატებს. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ხშირია არაკეთილსაიმედო გარემოში გასაყიდად გამოტანილი ხორცი, რომელთა წარმომავლობა, ისევე როგორც დაკვლის ადგილი, მომხმარებლისთვის უცნობია.

სურსათის ეროვნული სააგენტო და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ისეთ ადგილებში ხორცის და ხორცპროდუქტების შეძენისგან, სადაც ჰიგიენური ნორმები და ხორცის შენახვის პირობები დაცული არაა. რეკომენდაციების მიხედვით, საქონლის ხორცის შეძენისას მომხმარებლებმა ყურადღება შემდეგ გარემოებებზე უნდა გაამახვილონ:

  • გასაყიდი ხორცი უნდა იყოს ნიშანდებული, უნდა გააჩნდეს „ფორმა N2“ და ეტიკეტი, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნული ცხოველი დაკლულია სასაკლაოზე და გავლილი აქვს, დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი ვეტერინარული შემოწმება
  • საქონლის ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: სასაკლაოს აღიარების ნომერი, იმ ქვეყნის მითითებით, სადაც ცხოველი დაიკლა, ასევე, დამზადების თარიღი და საათი;
  • თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა - საქართველო“) ეტიკეტზე მითითებულ უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი. თუ ხორცი, იმპორტირებულია სხვა ქვეყნიდან, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;
  • ხორცი უნდა ინახებოდეს, სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით. შენახვის ტემპერატურა: 2-დან 6-გრადუსამდე, შენახვის ვადა 48 საათი;
  • სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებული უნდა იყოს განთავსებული. ასევე, განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა) იმპორტირებული ხორციც;

წვრილფეხა საქონლს შემთხვევაში, მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს შემდეგ კრიტერიუმებს: ხორცი უნდა ინახებოდეს, სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით. ტემპერატურა: 2-დან 6-გრადუსამდე, შენახვის ვადა 48 საათი; ხორცის გამყიდველს ნათლად უნდა ჰქონდეს მითითებული პროდუქტის სახეობა (ღორი, თხა, ცხვარი). ეტიკეტზე წარმოდგენილი უნდა იყოს - ბიზნეს ოპერატორის დასახელება და სასაკლაოს აღიარების ნომერი; ასევე დამზადების თარიღი და საათი. ეტიკეტი, ისევე როგორც ვეტ-მოწმობა ანუ „ფორმა N2“, გამოკრული უნდა იყოს მომხმარებლისათვის თვალსაჩინო ადგილზე.

საეჭვო შემთხვევების გამოვლენის შემთხვევაში მოქმედებს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზი - 15 01.

 

ამ თემაზე:

რომელ საწარმოებსა და ბაზრებში აღმოჩნდა ცხენის და ვირის ხორცი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]