weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

25 წლის ქალის სავარაუდო მკვლელის მიმართ პოლიციას შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი

04:16 შაბათი, 14 აპრილი 2018

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის ქალი და დედამისი მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ. მათ სავარაუდო მკვლელის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. უკვე დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლული თ.გ. და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და ამ უკანასკნელის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება.

თ.გ.-მ პირადი საქმეების გამო, პოლიციის შენობა მარტომ, დედაზე ადრე დატოვა. პოლიციაში მკვლელობის შესახებ შეტყობინება ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თ.გ. უკვე გარდაცვლილი დახვდათ“, - განაცხადეს შსს-ში.

25 წლის ქალი ბარნოვის ქუჩაზე მდებარე სახლში მოკლული 13 აპრილს, დაახლოებით 18:30 საათზე ნახეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობები ყელის არეში აქვს მიყენებული. მკვლელმა გაქცევა მოახერხა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, რომ მკვლელობის დროს სახლში ბავშვებიც იმყოფებოდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]