weather cur horoscope tv
ოქტომბერი 25, 2024

ახალციხეში ცოლის ცემის ბრალდებით პოლიციელი დააკავეს

12:45 ორშაბათი, 16 აპრილი 2018
ახალციხეში ცოლის ცემის ბრალდებით პოლიციელი დააკავეს ფოტო © სამხრეთის კარიბჭე

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი იაკობ ბლუაშვილი და მისი ძმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, იაკობ ბლუაშვილს ბრალად ედება არასრულწლოვნების თანდასწრებით ცოლის ცემა, მისი ძმა კი რძლის ცემაშია ბრალდებული.

შემთხვევა 9 აპრილს მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, ოჯახში ძალადობაში ბრალდებულები არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ.

11 აპრილს სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იაკობ ბლუაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა. დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

კვირის პოპულარული

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]