weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შედის

20:46 ოთხშაბათი, 24 მაისი 2017

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა პარლამენტის წევრის, ირაკლი სესიაშვილის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც ინიციატორის განმარტებით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მიზნით, წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურის თავის არიდების შემთხვევების დაზუსტებას ითვალისწინებს.

„წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის რაიმე სახით თავის არიდება, მათ შორის, ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთის ვადით სამ წლამდე“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, არსებული სტატისტიკა მოწმობს, რომ პრაქტიკაში ასეთი ფაქტები მრავლად არის გამოვლენილი და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე მუხლში აღნიშნული ცვლილების განხორციელება.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის ავტორის მიერ ცვლილებების მიღების საფუძვლად შემოთავაზებული არგუმენტები არ არის სათანადოდ დასაბუთებული.

„კანონპროექტის განმარტებითი ბარათი არის ზოგადი და არ არის დაკონკრეტებული, თუ რა სახის ხარვეზები გამოვლინდა პრაქტიკაში, რამაც გამოიწვია წვევამდელთა გაწვევის შეფერხება. ასევე, უცნობია კანონის მოქმედი რედაქცია ქმნიდა თუ არა პრობლემას პრაქტიკაში სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ფაქტებზე გამოძიების ან/და საქმის სასამართლოში განხილვის კუთხით. სახალხო დამცველს ასევე მიაჩნია, რომ განსახილველი კანონპროექტით შემოთავაზებული ნორმის მიზანი არ არის განჭვრეტადი“, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

მისივე თქმით, კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებები, ვერ უზრუნველყოფს  სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების პრობლემის აღმოფხვრას.

„მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ რეპრესიული მიდგომების ნაცვლად, შეიმუშაოს ისეთი ხედვა, რომელიც მიმზიდველს გახდის სამხედრო სამსახურს.

ნატოს წევრ უმეტეს სახელმწიფოში სავალდებულო სამხედრო სამსახური ან გაუქმებულია, ან გაწვევა დაფუძნებულია მოხალისეობრივ საწყისებზე და თავის არიდების შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

უჩა ნანუაშვილი მოუწოდებს პარლამენტსა და მთავრობას, გადადგან ქმედითი ნაბიჯები სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის არსებული მექანიზმის ძირეული რეფორმის მიმართულებით და მიუახლოვონ სისტემა ადამიანის უფლებებსა და საჭიროებებზე მორგებულ სტანდარტებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]