weather cur horoscope tv
იანვარი 27, 2021

წალკაში 76 წლის პენსიონერი აწამეს და დააყაჩაღეს

18:32 სამშაბათი, 17 აპრილი 2018 hits 1607

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სანთაში, 6 აპრილს, გვიან ღამით, მოხუც ცოლ-ქმარს ყაჩაღობის მიზნით თავს დაესხნენ. ორმა ნიღბიანმა 76 წლის მამაკაცს ხელ-ფეხი შეუკრა, ცემა და უთოთი აწამა. სამართალდამცველებს დამნაშავეები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

თავდამსხმელებმა 600 ლარი წაიღეს.

„ფული რაც მქონდა მივეცი. არა, შენ კიდევ მეტი გექნება და მოგვეციო, ჩართეს უთო და დამწვეს. ერთი მათგანი მუდმივად მცემდა. ხელებით, უთოთი, დანას ყელში მადებდა და მოკვლით მემუქრებოდა. ვეხვეწებოდი გამომჭერი ყელი, სიკვდილი მირჩევნია, დავისვენებ მეთქი“, – ამბობს „რუსთავი 2“-თან ნაწამები მოხუცი.

მისი მეუღლე წამებას და ცემას მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ მეორე სართულზე ეძინა და კარები ჩაკეტილი ჰქონდა. მან მომხდარის შესახებ მოგვიანებით შეიტყო.

თავდამსხმელები მოხუც მამაკაცს დაემუქრნენ და გააფრთხილეს, დანაშაულის შესახებ პოლიციისთვის არ ეცნობებინათ: „სანთაში ერთი პატრულიც თუ მოვა, სახლსაც გადაგიწვამთ დაშიგ ამოგწვავთო“, – ამბობს დაზარალებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]