weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სოფელ ქვეშთან რუსმა სამხედროებმა სერგო დარბაიძე დააკავეს

14:18 ხუთშაბათი, 26 აპრილი 2018

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 55 წლის სერგო დარბაიძე დააკავეს. ის სავარაუდოდ ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.

სერგო დაირბაიძე სავარაუდოდ მაშინ დააკავეს, როდესაც საქონელს მწყემსავდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

სუს-ის ინფორმაციით, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 11 აპრილამდე პერიოდში ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს 19 მოქალაქე დააკავეს. 2017 წელს 126 უკანონო დაკავების ფაქტია რეგისტრირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]