weather cur horoscope tv
მაისი 13, 2024

2015 წელს ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაური სოსლან კაკაბაძე გაათავისუფლეს

19:25 კვირა, 29 აპრილი 2018
2015 წელს ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაური სოსლან კაკაბაძე გაათავისუფლეს ფოტო © ამერიკის ხმა

ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაური სოსლან კაკაბაძე გაათავისუფლეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაკაბაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება დღეს, ქალაქ ტრიპოლიში გამართულ სასამართლო პროცესზე იქნა მიღებული.

„საქართველოს მოქალაქის მიმართ გამამართლებელი განაჩენი მიიღეს. შესაბამისი პროცედურების შემდეგ, უახლოეს დღეებში ის საქართველოში დაბრუნდება“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

55 წლის სოსლან კაკაბაძე ბათუმიდანაა. ის სანავთობო ტანკერ Sovereign M-ზე მზარეულად მუშაობდა. ტანკერი 2015 წლის 24 აგვისტოს ლიბიის ქალაქ საბრათას პორტთან ადგილობრივმა დაჯგუფებამ დააკავა. ლიბიური მხარე ტანკერს კონტრაბანდული ნავთობის გადაზიდვას ედავებოდა.

ლიბიის ციხეში საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე რჩება. მათი სასამართლო პროცესი 20 მაისისთვის არის ჩანიშნული.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეგვიპტეში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი ლიბიაში იმყოფება. მან დაკავებული ქართველი მეზღვაურები მოინახულა და ლიბიის საგარეო უწყების წარმომადგენლებს ხვდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]