weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ევროკავშირში შესაძლოა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების განხილვა დაიწყოს – DW

11:46 ორშაბათი, 30 აპრილი 2018

Deutsche Welle-ს რუსული სამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირში შესაძლოა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის განხილვა დაიწყოს. გამოცემა ამის მიზეზად სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის უსაფუძვლოდ მოთხოვნის მაჩვენებლის ზრდას ასახელებს. არსებული მონაცემებით, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ გერმანიამ საქართველოს მოქალაქეების სამჯერ მეტი მოთხოვნა დაარეგისტრირა.

2017 წლის იანვარ-მარტში, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციამდე, 601 განაცხადი იყო მიღებული, 2018 წლის ამავე პერიოდში კი - 1 771. მსგავსი და უფრო რთული ვითარებაა იტალიაში, საფრანგეთსა და შვედეთში. უვიზო რეჟიმის გაუქმების მოწინააღმდეგეების თქმით, ისინი შიშობდნენ, რომ მოვლენები სწორედ ამგვარად განვითარდებოდა. ამ გადაწყვეტილების კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ სავიზო ბარიერების არარსებობა ქართველი კრიმინალების მიერ იქნებოდა გამოყენებული“, - წერს Deutsche Welle.

გამოცემის ცნობით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ევროკავშირში, შესაძლოა, დაიწყოს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის განხილვა.

შეჩერების მექანიზმი შესაძლოა ამოქმედდეს მაშინ, თუ თავშესაფრის მინიჭებაზე დაუსაბუთებელი განაცხადების რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება ან თუ რომელიმე ქვეყნიდან შესული მოქალაქეები ქვეყნის უსაფრთხოებას უქმიან საფრთხეს.

საქართველოს მოქალაქეები 2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირში/შენგენის ზონაში უვიზოდ შედიან. უვიზო რეჟიმი ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით მიმოსვლას გულისხმობს.

 

მსგავს თემაზე:

საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, თავშესაფრის მინიჭებაზე განაცხადები უარყოფილია - ქრისტიან კლოსი

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი დღეს არ დგას - მიხეილ ჯანელიძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]