weather cur horoscope tv
ოქტომბერი 25, 2024

ბორჯომში ტყე იწვის

22:22 ორშაბათი, 30 აპრილი 2018

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეს ტყეში ხანძარია. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით ორი საათის წინ სოფლიდან შვიდ კილომეტრში გაჩნდა.

სოფელ საკირეში ბორჯომის მერის წარმომადგენლის, თამაზ ჩუტკერაშვილის თქმით, ცეცხლი დაახლოებით 10 მეასედზეა მოდებული.

„მიუვალი ადგილია. ერთი სახანძროა ადგილზე და „შლანგების“ გაჭიმვას ცდილობენ. იქ არიან გუბერნიის და მერიის თანამშრომლებიც. ტელეფონი არ იჭერს. ქვემოთ ჩამოვედი იმისთვის, რომ ინფორმაციის გავრცელება შევძლო“, - ციტირებს მერის წარმომადგენლის კომენტარს „სამხრეთის კარიბჭე“.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო–სამაშველო სამსახური და ტექნიკა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე მეხანძრეებთან ტელეფონით დაკავშირება ვერ ხერხდება.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

კვირის პოპულარული

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]