weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

უქმნის თუ არა საფრთხეს აზიური ფაროსანა სასათბურე მეურნეობებს

17:42 ოთხშაბათი, 25 აპრილი 2018

2017-2018 წლებში აზიური ფაროსანა სასათბურე მეურნეობებში არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ნიკოლოზ მესხმა განაცხადა.

„აზიური ფაროსანა დახურულ გრუნტის სათბურის მავნებლად არ ითვლება. სასათბურე მეურნეობა თავისი აღჭურვილობით, მათ შორის ბადეებით ერთგვარ დაბრკოლებას წარმოადგენს დიდი ზომის მწერებისთვის. ამიტომ მავნებლის ეს სახეობა მთელს მსოფლიოში არ განიხილება სათბურის მავნებლად“, - აღნიშნა ნიკოლოზ მესხმა.

თუკი აზიური ფაროსანა მაინც მოახერხებს სათბურში შეღწევას, მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის რეკომენდაციაა, შესაბამისი წესების დაცვით გამოყენებული იქნას კანონმდებლობით გათვალისწინებული პრეპარატები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]