weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

სასამართლომ მეტროს მემანქანეების გაფიცვა ერთი თვით გადაუვადა

14:29 ოთხშაბათი, 02 მაისი 2018
ფოტო მემანქანეების აქციიდან ფოტო მემანქანეების აქციიდან ფოტო © EMC

თბილისის საქალაქო სასამართლომ მეტროს მემანქანეების გაფიცვა ერთი თვით გადაუვადა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

მემანქანეების პროფკავშირმა „ერთობა 2013“-მა განაცხადა, რომ მემანქანეები სასამართლო განჩინებას უპირობოდ აღასრულებენ და ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.

30 აპრილს „ერთობა 2013“-ის წარმომადგენლებმა თბილისის სატრანსპორტო კომპანია და ჯანდაცვის სამინისტრო 3 მაისს დაგეგმილი გაფიცვის თაობაზე წერილობით გააფრთხილეს. მემანქანეები აცხადებდნენ, რომ საათობრივი ანაზღაურების გაზრდას ორი წელია უშედეგოდ ითხოვენ, რის გამოც იძულებული არიან გაიფიცონ. იმავე დღეს მემანქანეების მოთხოვნას თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ მეტრო არ გაჩერდება, ხელფასების მომატებაზე კი საუბარი შეუძლებელია.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განმარტებით, 2013 წლიდან 2017 წლამდე მემანქანეების ხელფასი მუდმივად იზრდებოდა და დღეის მდგომარეობით, მემანქანე ინსტრუქტორის შრომის ანაზღაურება თვეში 2 158 ლარია, ხოლო ხაზის მემანქანისა - 1 827. კომპანიის განცხადებით, დასაქმებულთა ცალკეული ჯგუფისთვის ანაზღაურების გაზრდა არ განიხილება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]