weather cur horoscope tv
ივლისი 23, 2024

დადიანების სასახლის ეზოში ბრინჯაოს ქანდაკება დააზიანეს

10:40 ხუთშაბათი, 03 მაისი 2018

ზუგდიდში, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ცაიშის სამაროვანზე აღმოჩენილი ბრინჯაოს ქანდაკების ასლი დააზიანეს. სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, ბრინჯაოს ქანდაკება წააქციეს და ხელი მოამტვრიეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ მუზეუმის ეზოში ქანდაკება 2018 წლის თებერვალში დადგა. მის დასამზადებლად 20 ათას ლარამდე დაიხარჯა. თავად ქანდაკება ძველი წელთაღრიცხვის VII-VIII საუკუნეებით დათარიღებული ბრინჯაოს ნაკეთობის ასლია. სკულპტურა წარმოადგენს მხედარ ქალ-ღვთაებას, რომელსაც ერთ მხარეს ბავშვი ჰყავს ჩახუტებული, ცისკენ აღმართულ ხელში კი თასი უჭირავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქანდაკების დაზიანების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]