weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თუშეთში 10 ციხე-სოფელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

10:55 ხუთშაბათი, 03 მაისი 2018

თუშეთში 10 ციხე-სოფლის რეაბილიტაციისთვის კვლევითი სამუშაოები იწყება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, თუშეთში უძველესი ნაგებობების ნაწილი დაზიანებულია ან განადგურების პირასაა.

„მოგეხსენებათ, რამხელა სიმდიდრეს წარმოადგენს საქართველოსთვის თუშეთი, კონკრეტულად თავისი ულამაზესი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მემკვიდრეობით, ლანდშაფტით, თვითმყოფადობით. სამწუხაროდ, დღეისთვის უძველესი ნაგებობების ნაწილი დაზიანებულია ან განადგურების პირას არის. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ არ ჩატარებულა არანაირი კვლევა ამ კულტურული მემკვიდრეობის და ჩვენ აუცილებლად უნდა დავგეგმოთ აღნიშნული ძეგლების აღწერა პირველ რიგში და ინვენტარიზაცია. შემდგომში უკვე სრული რეაბილიტაცია. ვიწყებთ 10 ციხე-სოფლის საინვენიტარიზაციო კვლევით სამუშაოებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, აღნიშნული ციხე-სოფლებია: ძველი დიკლო, ძველი გირევი, ჭონთიო, ჰეღო, აგეურთა, წარო, კვავლო, ფარსმა, დაქიურთა და ინდურთა.

„ეს არის უძველესი ქართული სოფლები. ამისთვის, პირველ ეტაპზე, გამოვყოფთ 400 ათას ლარს, რომ მოხდეს აღწერა. სამუშაოებში ახალგაზრდები, სტუდენტები ჩაერთვებიან, რაც ძალიან კარგია. ზაფხული კარს მოგვადგა უკვე და ამ პერიოდში განხორციელდება სამუშაოები. შემდგომში კი, უკვე ამ აღწერის და თანამედროვე პროფესიული მიდგომების საფუძველზე, მოხდება ამ უძველესი და უმნიშვნელოვანესი ძეგლების რეაბილიტაცია“, – განაცხადა პრემიერმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]