weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

12:35 ხუთშაბათი, 03 მაისი 2018

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს საბუთების მიღებას 2019-2020 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე (Fulbright Graduate Student Program). სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა დისციპლინაში, მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში.

ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიას.

ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის მთავარი დამფინანსებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიურო. პროგრამის თანადამფინანსებლები არიან საქართველოს მთავრობა და საქართველოს ბანკი.

განაცხადების მიღება იწყება 2018 წლის 1-ელ მაისს და მთავრდება 1-ელ აგვისტოს, 18:00 საათზე.

განმცხადებლები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • განმცხადებლები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელები აფხაზეთიდან (საქართველო) ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან (საქართველო);
  • განმცხადებლებს უნდა ჰქონდეთ დასრულებული საბაკალავრო ან ექვივალენტური სწავლების საფეხური;
  • განმცხადებლები უნდა ფლობდნენ ზეპირ და წერით ინგლისურს იმ დონეზე, რომელიც მათ საშუალებას მისცემს ისწავლონ აშშ-ში სამაგისტრო პროგრამაზე;
  • განმცხადებლები უნდა აკმაყოფილებდნენ J-1 ვიზის მოთხოვნებს, მათ შორის, სტიპენდიანტი უნდა დაბრუნდეს საქართველოში მინიმუმ 2 წლით სწავლის დასრულების შემდეგ;
  • განმცხადებელმა დამაკმაყოფილებლად უნდა გაიარონ სამედიცინო შემოწმება;
  • სტუდენტებს, რომლებიც უკვე სწავლობენ აშშ-ის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე, არ შეუძლიათ გააკეთონ განაცხადი;
  • მწვანე ბარათის, აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მფლობელებს ან სხვა პირებს, რომლებსაც სხვა გზით სურთ აშშ-ში მუდმივი საცხოვრებლის მოპოვება, არ შეუძლიათ განაცხადის გაკეთება.

განმცხადებლებმა ელექტრონულად უნდა შეავსონ ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო განაცხადი, რომელიც განთავსებულია შემდეგ მისამართზე: https://iie.embark.com/apply/ffsp

მათ უნდა წარადგინონ 3 რეკომენდაცია, ოფიციალური, დამოწმებული ნიშნების ფურცელი სკოლის შემდგომი ყველა საგანმანათლებლო  დაწესებულებიდან; ნიშნების ფურცლების თარგმანი ინგისურ ენაზე.

შესარჩევი პროცესი მოიცავს სამ ფაზას. სექტემბერ-ოქტომბერში ნახევარფინალისტებს მოეთხოვებათ ჩააბარონ შემდეგი სტანდარტული ტესტები: TOEFL – IBT მინიმუმ 80 ქულა; PBT მინიმუმ 550 ქულა. რეკომენდირებულია IBT 100 ქულა (PBT 600 ქულა) მთელ რიგ სფეროებში, მათ შორის, არქიტექტურა, საჯარო მმართველობა, ბიზნესი. სამართალში მინიმალური მოთხოვნაა IBT 100 ქულა.

GRE - სავალდებულაო ყველა სფეროში, გარდა სამართლისა;

GMAT - სავალდებულოა ბიზნესის ადმინისტრირებისთვის სფეროსთვის.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრამას მთელს მსოფლიოში. პროგრამის კურსდამთავრებელებს შორის არიან ნობელის პრემიის ლაურეატები, სახელმწიფოთა ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]