weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ხაშურში 44 წლის მამაკაცი მოკლეს

18:00 ხუთშაბათი, 03 მაისი 2018

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში 44 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ის ყოფილი რძლის სახლში რამდენიმე პირთან ერთად მივიდა, სადაც ქალის ქმარს და ქმრის ძმას ფიზიკურად გაუსწორდა.

დაჭრილია მოკლულის ყოფილი რძლის ქმარი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია, თუმცა ამ დროისთვის დაკავებული არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]