weather cur horoscope tv
თებერვალი 18, 2020

ხაშურში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით 33 წლის მამაკაცი დააკავეს

23:33 ხუთშაბათი, 03 მაისი 2018 hits 1322

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში ბ.ო.-ს მკვლელობის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული ლ.ბ. ხაშურის „ახალ კლინიკაში“ დააკავეს. მის პალატასთან პოლიციის თანამშრომლები განთავსდნენ და მეთვალყურეობას უწყვეტ რეჟიმში გაუწევენ.

გამოძიების ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, 1980 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს კუთვნილ  საცხოვრებელ სახლში, მისი ყოფილი ქმრის ძმა - 1973 წელს დაბადებული ბ.ო. ორ პირთან ერთად მივიდა, რასაც საცხოვრებელ სახლში მყოფ პირებსა და მისულებს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა. აღნიშნული ქმედება  ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მხარეებმა, რკინის ხელჯოხისა და ცივი იარაღის გამოყენებით, ერთმანეთს სხვადასხვა სიმძიმის  მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, რა დროსაც ნ.ა.-ს მეუღლის - 1984 წელს დაბადებული  ლ.ბ.-ს მიერ ბ.ო.-სთვის დანით მიყენებული ჭრილობები სასიკვდილო აღმოჩნდა. იგი ადგილზე გარდაიცვალა. ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ლ.ბ.-ს ძმამაც, 1982 წელს დაბადებულმა შ.ბ.-მ.

მომხდარის შემდეგ, ისრაელის მოქალაქე, ამჟამად დაკავებული ლ.ბ. ხაშურის „ახალ კლინიკაში“ გადაიყვანეს, სადაც ის მკურნალობას ამ დრომდე განაგრძობს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]