weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოზე კიბერთავდასხმის შემდეგ კრიპტოვალუტა მოითხოვეს

17:21 პარასკევი, 04 მაისი 2018

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილის, ლევან კარანაძის განცხადებით, სააგენტოზე კიბერთავდასხმის მიზანი კრიპტოვალუტის მოთხოვნა იყო. როგორც ლევან კარანაძემ აღნიშნა, კიბერთავდასხმის შედეგად სამოქალაქო ავიაციის შიდა სერვერზე მონაცემები დაიბლოკა, რამაც გარკვეულწილად შეაფერხა შიდა პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობა.

„პროგრამების მუშაობა ალტერნატიული წყაროებით აღვადგინეთ. ამ ფაქტს ავიარეისების შესრულებაზე შეფერხებები არ გამოუწვევია. ბაზიდან წაშლილი არაფერია. მიმდინარეობს ბაზის განბლოკვა. თანხა იყო მოთხოვნილი, კრიპტოვალუტის სახით, განბლოკვაში“, - განაცხადა კარანაძემ ჟურნალისტებთან.

დღეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2 მაისს სააგენტოს სერვერზე კიბერთავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც სააგენტოს მონაცემთა ბაზები დაზიანდა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]