weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ქვემო ალვანში დღეს სახალხო დღესასწაული „ზეზვაობა“ გაიმართება

11:16 კვირა, 28 მაისი 2017

ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში, დღეს თუში სახალხო გმირის, ზეზვა გაფრინდაულის სახელობის სახალხო დღესასწაულიზეზვაობაგაიმართება. ღონისძიებები 12:00 საათზე, ტრადიციულად ზეზვა გაფრინდაულის სულის მოსახსენიებელი რიტუალით, დალაობიდაიწყება.

„დალაობის“ შემდეგ სოფელ ქვემო ალვანის ცენტრში კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი შემსრულებლები, მათ შორის თუშების ფოლკლორული ანსამბლი „კესელო“ და სამუსიკო სკოლის მოსწავლეები მიიღებენ.

მოეწყობა ტრადიციული თუშური სამზარეულოს კუთხე და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.

13:00 საათზე გაიმართება ტრადიციული დოღი, სადაც რვა საუკეთესო მხედარი გამოვლინდება. პირველი სამეულს სამწყემსო ნაბადი, თოხლი, ჩითები და სხვა ფასიანი საჩუქრები გადაეცემა.

ზეზვაობის დღესასწაულზე „თუშეთის განვითარების ფონდი“ დააჯილდოვებს 2017 წლის საუკეთესო მოსწავლეებს ქვემო ალვანის, ზემო ალვანის (I და II სკოლები), კასრისწყლისა და ლალისყურის საჯარო სკოლებიდან.

სახალხო დღესასწაული არასამთავრობო ორგანიზაციების „თუშეთის მომავლის საზოგადოებისა“ და „თუშეთის განვითარების ფონდის“ ორგანიზებით იმართება.

1659 წლის ბახტრიონის აჯანყების გმირის - ზეზვა გაფრინდაულის ხსოვნისადმი მიძღვნილი დღესასწაული „ზეზვაობა“, ტრადიცულად მაისის ბოლო კვირაში აღინიშნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]