weather cur horoscope tv
მაისი 06, 2024

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა ხარვეზებით და ჩამორჩენით მიმდინარეობს

18:20 პარასკევი, 04 მაისი 2018

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ, კომპანია „China Railway 23rd“-თან, სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთის მშენებელობის მიმდინარეობა განიხილა. როგორც საზედამხედველო ორგანიზაციის და დეპარტამენტის წარმომადგენლები აღნიშნავენ, სამშენებლო სამუშაო მნიშვნელოვანი ხარვეზებით და ჩამორჩენით მიმდინარეობს, რის გამოც კომპანიას დეპარტამენტის მხრიდან მკაცრი გაფრთხილება და შენიშვნები მიეცა.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანია „China Railway 23rd“ ვალდებულია, უმოკლეს ვადებში წარადგინოს პრობლემების გადაჭრის გზები და ახალი გეგმა-გრაფიკი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები დაეკისრება.  

ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ ყველა არაკეთილსინდისიერ კომპანიას, რომელიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს შეაფერხებს ან ხარისხი არ იქნება დამაკმაყოფილებელი, უმკაცრესად მოეთხოვება პასუხი.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მე-4 ლოტის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 10-კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი მიმართულების ოთხ ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, პარალელური გზაგამტარის,  სატრანსპორტო კვანძის, რკინაბეტონის მიწისქვეშა გასასვლელისა და წყალგამტარი მილის მშენებლობა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 113 მილიონი ლარია. სამუშაოების დასრულება 2018 წელს იგეგმება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ ჩინურ სამშენებლო კომპანია „China Railway 23rd”–ს შორის ხელშეკრულება 2014 წლის ბოლოს გაფორმდა. იმ დროს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ აღნიშნული ხელშეკრულება E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის IV ლოტის მშენებლობას ითვალისწინებდა და პროექტი 24 თვიანი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]