weather cur horoscope tv
იანვარი 22, 2020

12 კლასის ატესტატი მხოლოდ მოტივირებული ბავშვებისთვის არის – ჯეჯელავა

16:13 კვირა, 28 მაისი 2017 hits 2700

განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, საატესტა და ეროვნული გამოცდების ბარიერი მომავალში აიწევს. მინისტრის განმარტებით, 12 კლასის ატესტატი და უმაღლესი განათლება განსაკუთრებით მოტივირებული და მონდომებული ბავშვებისთვის არის.

„მომავალში ვაპირებთ ბარიერის აწევას. ანუ გერმანიაში 12 კლასის ატესტატს იღებს მოსწავლეების 30%, ჩვენთან - 80%. ეს თუ ნიშნავს, რომ ჩვენ სამჯერ უფრო ყოჩაღები ვართ, ვიდრე გერმანელები, არა მგონია. საქმე ის არის, რომ 12 კლასის ატესტატი და უმაღლესი განათლება არის განსაკუთრებით მოტივირებული და განსაკუთრებით მონდომებული ბავშვებისთვის. თქვენ თუ ნახავთ და ალბათ გინახავთ ამ გამოცდების ამოცანები, დარწმუნდებით, რომ ცოტა მაინც რომ ისწავლოს და ცოტა მაინც რომ მოინდომოს, 12 წელიწადში კი არა და ერთ წელიწადშიც შესაძლებელია ამ ბარიერის დაძლევა. მომავალში, ვფიქრობ, რომ საატესტატო გამოცდების ბარიერი და უმაღლესი გამოცდების ბარიერი, როგორც ევროპის ქვეყნებში, გაცილებით მაღალი უნდა იყოს“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, განათლების სისტემას რეფორმა სჭირდება, მათ შორის იმიტომ, რომ ყველა ახალგაზრდა  უმაღლეს სასწავლებელში არ წავიდეს და პროფესიული განათლება მიიღოს. მინისტრის აზრით, 11 ათას მოსწავლეს, რომელმაც წელს საატესტატო გამოცდა ვერ ჩააბარა, შეუძლია სწავლა პროფესიული სასწავლებელში განაგრძოს.

„სასიხარულო ისაა, რომ ამ 11 ათასი ადამიანის წინაშე, ჩემი აზრით, არის უფრო მოკლე გზა ღირსეული ცხოვრებისა დასაქმებისკენ, რომელსაც ჰქვია პროფესიული განათლება. შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით მსგავსი შედეგებია, ანუ გაურესება, გაუმჯობესება არ არის.

უმუშევრობის ქარხანა გვაქვს შექმნილი. ეს ბავშვები, ჩვენ რომ ბარიერი დავწიოთ, გადალახავდნენ ამ ბარიერს, მერე დაბალბარიერიანი ეროვნული გამოცდებით ჩააბარებდნენ, მერე ისწავლიდნენ ვითომ უმაღლეს სასწავლებელში, ვითომ უმაღლეს კვალიფიკაციას მიიღებდნენ და მერე იქნებოდნენ უმუშევრები და დაგვაბრალებდნენ თქვენ, მე და დანარჩენებს.

ახლა ისინი წავლენ პროფესიულ სასწავლებლებში, შეიძენენ პროფესიას და მერე თუ სწავლის ხასიათზე მოვლენ, უმაღლესშიც ჩაბარებენ და სკოლის ბოლო გამოცდებსაც შეძლებენ, რომ გადალახონ და ბედნიერადაც იცხოვრებენ“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.

სკოლებში საატესტატო გამოცდები 2010 წლიდან ტარდება. ატესტატის მოსაპოვებლად საჭირო საგნებში მინიმალური გამსვლელი ქულაა 5.5. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზღვარის გადასალახად მოსწავლემ დაახლოებით 15 მარტივ კითხვას უნდა გასცეს სწორი პასუხი. 2016-2017 სასწავლო წლის მე-12 კლასის საატესტატო გამოცდებზე ეს ზღვარი 11 000-მდე მოსწავლემ ვერ გადალახა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]