weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

მეტროსადგური „გურამიშვილი“ ამუშავდა

11:36 ორშაბათი, 07 მაისი 2018

მეტროსადგური „გურამიშვილი“, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სამი თვე დაკეტილი იყო, დღეს გაიხსნა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ნაწილობრივ დასრულდა - გარემონტდა ზედა ვესტიბიული და დახრილი გვირაბი.

„რეაბილიტაციის ფარგლებში, გასუფთავდა და შეიღება ზედა ვესტიბიულის და დახრილი გვირაბის თაღები, დამონტაჟდა ახალი ენერგოეფექტური სანათები, შეიცვალა დაზიანებული მარმარილოს ფილები, კედლები დასუფთავდა და დამუშავდა სპეციალური ხსნარით, რის შემდეგაც მოხდა მათი პოლირება სპეციალური ტექნოლოგიით“, - განაცხადეს თბილისის მერიაში.

მათივე ინფორმაციით, ასევე, შეიცვალა მეტროსადგურის შესასვლელი კარი და ვიტრაჟი, კონტროლიორის ჯიხურები და დამონტაჟდა მგზავრთა ნაკადის გამყოფი ახალი ბარიერები.

„მიმდინარეობდა მომსახურე პერსონალის ოთახების რემონტი და კეთილმოწყობა. პარალელურად, სადგურის ქვედა ბაქანზე მოიხსნა ბეტონის თაღის წყალამრიდი ქოლგა. დაიგეგმა მოსაცდელი ბაქნის სალიანდაგო ბეტონის და არსებული თაღის კვლევითი სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ, განახლდება ქვედა სადგურის პროექტირება-რეაბილიტაცია. ქვედა ბაქანის სარემონტო პროცესი იწარმოებს ღამის საათებში და არ გამოიწვევს მგზავრთა გადაადგილების შეფერხებას“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მეტროსადგური „გურამიშვილი“ მგზავრებს 20 იანვრიდან ვერ ემსახურებოდა. მისი რეაბილიტაცია 2017 წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყო და თვეების განმავლობაში სამუშაოები ღამის საათებში მიმდინარეობდა. მეტროსადგურის გახსნა 15 მარტს იგეგმებოდა. თარიღის გადაწევა იანვრის ბოლოს მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევამ გამოიწვია, რის გამოც დამატებითი ექსპერტიზა დაინიშნა და მის დასრულებამდე, მეტროსადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დროებით შეჩერდა.

„ვარკეთილის“ მეტროში ქვედა ვესტიბიულში შეკიდული ჭერის ჩამოშლის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. 2017 წელს მეტროსადგურს რეაბილიტაცია შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაუტარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]