weather cur horoscope tv
ოქტომბერი 19, 2021

საქართველოს რკინიგზამ ენიო მორიკონეს კონცერტის გამო დამატებითი რეისი დანიშნა

12:02 ორშაბათი, 07 მაისი 2018 hits 1239

საქართველოს რკინიგზამ 19 მაისს, ენიო მორიკონეს კონცერტთან დაკავშირებით დამატებითი რეისი დანიშნა. „ბლექ სი არენაზე“ დაგეგმილ კონცერტზე დასწრების მსურველებს „შტადლერის“ ორსართულიანი მატარებელი მოემსახურებათ.

მატარებელი თბილისიდან 14:10 საათზე გავა და შეკვეთილში, „ბლექ სი არენასთან“ მდებარე ბაქანზე 18:30 საათზე შევა. კონცერტის დასრულების შემდეგ კი მატარებელი იმავე ბაქნიდან თბილისის მიმართულებით 00:05 საათზე გამოვა და დედაქალაქში 04:25 საათზე იქნება.

ბილეთების შეძენა რკინიგზის ცენტრალური სადგურის სალაროებში, რკინიგზის ოფიციალურ ვებგვერდზე და აპლიკაციის საშუალებითაა შესაძლებელი.

Check in Georgia-ს 2018 წლის სეზონი 19 მაისს ლეგენდარული კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნება. კონცერტი კომპოზიტორის მოღვაწეობის 60-წლიანი იუბილეს ფარგლებში მიმდინარე მსოფლიო ტურნეს ნაწილია. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მორიკონესთან ერთად, საქართველოში 121-წევრიანი ორკესტრი ჩამოვა. კონცერტში ასევე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის 70-კაციანი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მორიკონე პირადად უდირიჟორებს ორკესტრს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]