weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეზე ბრაზილიის ფოსტამ ახალი მარკა გამოსცა

16:03 სამშაბათი, 08 მაისი 2018

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად ბრაზილიის ფოსტამ ახალი საფოსტო მარკა გამოსცა. მარკაზე გამოსახულია საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ქვევრი და განთავსებულია შემდეგი წარწერები: „საქართველო ღვინის აკვანი“ და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მარკა ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას და საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს დამკვიდრებას არა მარტო ბრაზილიაში, არამედ პორტუგალიურენოვან სამყაროშიც.

საქართველოსადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის გამოცემა ბრაზილიაში საქართველოს საელჩოს აქტიური მონაწილეობით გახდა შესაძლებელი.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილის ფარგლებში, ბრაზილიაში ასევე მოეწყობა  ქართული კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება გამოფენა ქართული ანბანის სამი სახეობის შესახებ და მოეწყობა ქართული კულინარიის მასტერკლასები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]