weather cur horoscope tv
ოქტომბერი 27, 2020

აბასთუმანში ისტორიულ სახლებს და ობსერვატორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

15:02 ოთხშაბათი, 09 მაისი 2018 hits 1745
აბასთუმანში ისტორიულ სახლებს და ობსერვატორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება ფოტო © ინფრასტრუქტურის სამინისტრო

აბასთუმანში მე-18 და მე-19 საუკუნეებში აშენებულ 18 ისტორიულ სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი, რომლის ღირებულება 3.7 მილიონი ლარია, სახლების პირვანდელი იერ-სახით აღდგენას ითვალისწინებს. პროექტის დონორი მსოფლიო ბანკია.

„რამდენიმე სახლზე გათვალისწინებულია ავარიული ნაწილების გამაგრებითი სამუშაოც. იშვიათი არქიტექტურის ხის აივნიან სახლებს იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი აჟურული მორთულობები და ქანობიანი სახურავები აქვს. ისტორიული სახლების რეაბილიტაცია 2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა ტენდერი აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახელობის ნაციონალური ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაციაზე. პროექტი მოიცავს დიდი ტელესკოპის AZT-11-ის შენობის  სრულ რეაბილიტაციას, სადაც განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე, მოეწყობა საგამოფენო და სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მთავარი საპროექტო შენობის მიმდებარედ, დასახლების ცენტრალური ტერიტორიის კეთილმოწყობა, 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის აღდგენა, საპირფარეშოებისა და პარკინგის მოწყობა.

აბასთუმნის ობსერვატორია 1932 წელს ევგენი ხარაძემ დააარსა და ის პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიაა ყოფილ საბჭოთა კავშირში. ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის სისტემების ცდომილების და ზედა ატმოსფეროს შესწავლა. ობსერვატორიას წელიწადში, დაახლოებით, 10 ათასი ტურისტი სტუმრობს. დღევანდელი მდგომარეობით, ადგილზე 125 ადამიანია დასაქმებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]