weather cur horoscope tv
ივლისი 08, 2020

პოლიციამ თბილისში „ლიბერთი ბანკის“ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

10:40 პარასკევი, 18 მაისი 2018 hits 871

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ თბილისში მომხდარი „ლიბერთი ბანკის“ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა. ყაჩაღობის ბრალდებით 51 წლის პ.ჭ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული 16 მაისს, თბილისში, რობაქიძის გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკში“ შეიჭრა და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით 4 580 ლარი, 200 ევრო და 100 აშშ დოლარი გაიტაცა.

სამართალდამცველებმა პ.ჭ. დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს. გატაცებული თანხის ნაწილი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]