weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კახეთში საქონლის ქურდობის ფაქტები გახშირდა

12:35 სამშაბათი, 30 მაისი 2017

გურჯაანში, კალოსუბანში მცხოვრებ ეხვაიძეების ოჯახს 3 ძროხა მოპარეს. დაზარალებულის თქმით, ქურდებმა ძროხები საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე ბოსელიდან გაიყვანეს. მათივე თქმით, პოლიციას მომხდარიდან მეორე დღეს მიმართეს, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

ბოლო პერიოდში საქონლის ქურდობის არაერთი ფაქტი გახმაურდა ყვარლის სოფლებში. დურმიშხან გოჩიტაშვილს 14 ძროხა მოპარეს, 3 ბოჩოლა მზია მარტაშვილს, 1 ძროხა და 2 ინდაური დიმიტრი კოჭლამაზაშვილს, 2 ძროხა თამაზ პავლიაშვილს, 7 ცხენი ოთარ ოთარაშვილს, თითო–თითო ცხენი გიგა შაშიაშვილსა და ბესო გვიმლაძეს, 2 ცხენი ზაური თაღორაშვილს, 24 ღორი თენგიზ ასაბაშვილს, 200 ლიტრი არაყი ლევან დინგაშვილს.

პოლიციას არცერთი საქმე არ აქვს გამოძიებული.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]