weather cur horoscope tv
აგვისტო 12, 2020

ყვარელში მე-9 კლასელმა ბავშვმა თავი მოიკლა

13:27 სამშაბათი, 30 მაისი 2017 hits 6381

ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში მე–9 კლასელმა გოგონამ თავი მოიკლა. ბავშვის ცხედარი დღეს დილით, ეზოში, ოჯახის წევრებმა ნახეს. თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია.

ახლობლების ინფორმაციით, გოგონა სახლიდან გარეთ რამდენიმე წუთის გასული იყო.

სკოლის დირექტორის მზია კორაშვილის თქმით, გოგონა წარჩინებული მოსწავლე იყო და ძიუდოშიც ვარჯიშობდა.

თანაკლასელების ინფორმაციით, გოგონას პრობლემები არ ჰქონია.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115–ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქმეს ყვარლის პოლიცია იძიებს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]