weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

ვარდების რევოლუციის მოედნისთვის პირველი რესპუბლიკის სახელის მინიჭებაზე შეთანხმდნენ

14:40 ოთხშაბათი, 23 მაისი 2018

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის გადაწყვეტილებით, ვარდების რევოლუციის მოედანს სახელი შეეცვლება და პირველი რესპუბლიკის სახელი ეწოდება. საკითხი დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.

კომისიის თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ 26 მაისს სრულდება 100 წელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან, კომისიის წევრთა უმრავლესობა მოედნისთვის ამ სახელის მინიჭებაზე შეჯერდა.

კომისიის სხდომას პროტესტის ნიშნად არ დასწრებიან ფრაქციების „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები.

„ჩვენ ამ „ცირკში“ მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. ის, რომ მათ იმიტირებული საჯარო განხილვა მოაწყვეს და გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ, ფაქტია. ის, რომ მათ შიშები და ფობიები აქვთ რევოლუციაზე და მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, ამის დაძლევაში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ. არ მგონია, დედაქალაქში ეს იყოს ნომერ პირველი პრობლემა, რომელიც აწუხებთ თბილისელებს. მაგალითად, გუშინ 100 ავტობუსის ტენდერი ჩაუვარდა დედაქალაქის მერიას. უკეთესი იქნება, ამაზე ფიქრობდნენ და მსჯელობდნენ, ვიდრე იმაზე, რომელ მოედანს რა სახელს უწოდებენ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]