weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მიტროპოლიტმა იობმა ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დაწყევლა

20:40 ხუთშაბათი, 24 მაისი 2018

„ე.წ. ჟურნალისტმა, ჟურნალისტი კი არა, ეს არის ეშმაკის მსახური, გიორგი გაბუნიამ, შეურაცხყო ჯერ მაცხოვარი და დღეს კიდევ დედა ღვთისმშობელი. ის არის წყეული, ის არის შეჩვენებული“, - განაცხადა ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა ქადაგების დროს.

მიტროპოლიტ იობის თქმით, იესო ქრისტეს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს აბუჩად იგდებენ. სასულიერო პირს მიაჩნია, რომ „რუსთავი 2“ მთლიანად უნდა გაუქმდეს.

„ასეთი ადამიანები არ უნდა არსებობდნენ ამ ქვეყნად, მაგრამ ვხედავთ რომ დამცველებიც ყავთ და ვინც მას შეეწინააღმდეგა, მართმადიდებელი ახალგაზრდა ბიჭები ციხეში ჩაყარეს ისინი და დღეს მეორედ გაიმეორა კიდევ, უფრო უარესი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ დამამცირებელი სიტყვები თქვა. რაღაც განელთბილდა ჩვენი სარწმუნოება, აღარ არის ისეთი მტკიცე, შეურყეველი. ახლა მე, სასულიერო პირმა, რა უნდა ვთქვა ისეთი, მაგრამ საპატიებელი არ არის ეგ ადამიანი, ეგ უნდა მოშორდეს ჟურნალისტიკას კი არა, მთლიანად საქართველოს და რაც ჩემი მხრიდან არის - მე მას ვწყევლი და შევაჩვენებ, ეგ აღარ მოინანიებს, ეგ არის პირდაპირ ეშმაკის მსახური.

საერთოდ ეს ტელევიზია უნდა გაუქმდეს. ღვარძლი, შხამი იღვრება ამ ტელევიზიით სრულიად საქართველოზე. ეს მოუთმენელია, თითოეული თქვენთაგანი თუ მოისმინეთ მის სიტყვებს, შეიძლება მართლა გამოხვიდეთ მდგომარეობიდან

“, – განაცხადა მიტროპოლიტმა იობმა.

როგორც მიტროპოლიტმა განაცხადა, მას უკვირს როგორ შეუძლია ზოგიერთ სასულიერო პირს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში მივიდეს და ინტერვიუები მისცეს.

სასულიერო პირი საუბრობდა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევნათან“ დაკავშირებით. 22 მაისს გადაცემის თემა ცენზურა იყო. გიორგი გაბუნიამ ლია უკლებას ნახატის „თვითმკვლელი ღვთისმშობელი“ შესახებ თქვა: „დღეს სტუდიაში ერთი უცნაური სტუმარიც გვყავს, ეს არის მარიამი, სათამაშო პისტოლეტით, რომელიც როგორც წესი, ცნობილია „თვითმკვლელი ღვთისმშობლის“ სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ პისტოლეტი სათამაშოა, სინამდვილეში ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ, ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს“.

მიტროპოლიტ იობის ქადაგების შემდეგ, საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომლითაც ის სამღვდელოებას მოუწოდებს, შეწყვიტოს ყოველგვარი ურთიერთობა „რუსთავი 2-თან“, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ არცერთ გადაცემაში მონაწილეობა. საპატრიარქოს განცხადებით, სასურველია, იგივე გაითვალისწინონ მათ, ვისთვისაც ღირებულია ეკლესია და მათი ფასეულობები. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]