weather cur horoscope tv
ივლისი 08, 2020

ზუგდიდში „თიბისი ფეის“ ინკასატორი დააყაჩაღეს

15:47 კვირა, 27 მაისი 2018 hits 1004

ზუგდიდში თიბისი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატის - „თიბისი ფეის“ ინკასატორი დააყაჩაღეს. შემთხვევა გუშინ, 26 მაისს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ინკასატორი უცნობმა პირმა გაიტაცა და აპარატებიდან ამოღებული თანხა წაართვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ორი თვის წინ, სამეგრელოში, აბაშის მუნიციპალიტეტში „თიბისი ფეის“ რეგიონული მენეჯერი დააყაჩაღეს. მას აპარატებიდან ამოღებული თანხა, დაახლოებით 200 ათასი ლარი, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გასტაცეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]