weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

ნოდარ ჩაჩუა - ჩემი სახლიდან 4 საათიანი ჩხრეკის შედეგად მხოლოდ მარიხუანა ამოიღეს

22:53 კვირა, 27 მაისი 2018

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის კორესპონდენტმა ნოდარ ჩაჩუამ კომენტარი გააკეთა მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით მისი დაკავების შესახებ.

ჩაჩუა „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ სამართალდამცავებმა 4 საათიანი ჩხრეკის შედეგად მისი საცხოვრებელი სახლიდან მარიხუანა ამოიღეს, შემოწმების შედეგად თვითონაც მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდა, თუმცა მისი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი აღარ არის.

„მადლობა ყველას, ვინც ამ თითქმის 48 საათის განმავლობაში ჩემზე იფიქრა და იდარდა. მადლობა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლის წყალობითაც მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლის სანქციები გაუქმდა, ანუ ჩემი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი არ აღმოჩნდა.

თითქმის 4 საათიანი ჩხრეკის შედეგად ჩემი საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებს მარიხუანას გარდა არაფერი ამოუღიათ. ამის მიუხედავად, ჩემმა კოლეგებმა, სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დამაკავეს და ასევე, რომ დიდი სასჯელი მემუქრებოდა. ამ ინფორმაციას კი შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებდა. ასევე, ამოღებულია ჩემი პირადი იარაღი, რომელიც არის გაფორმებული, რეგისტრირებული და მე მაქვს მისი შენახვის კანონიერი უფლება. ჩამიტარდა ნარკოლოგიური შემოწმება და დამიდგინა მხოლოდ მარიხუანას მოხმარება. ასევე, სავარაუდოდ ნივთიერ მტკიცებულებებს ჩაუტარდა ექსპერტიზა. თუკი ვინმეს, ვინც უდანაშაულობის პრეზუმციას არღვევს და ეჭვი ეპარება იმ ყველაფერში რასაც მე ვამბობ, ამაზე უკვე ჩემ ადვოკატებთან გავივლი კონსულტაციას და სამართლებრივ მსვლელობას მივცემ“, - წერს ნოდარ ჩაჩუა.  

26 მაისს, მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პირველი არხის ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალების შენახვის ბრალდებით დააკავეს.

ჟურნალისტის დაკავება „ბათუმელებთან“ საუბარში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ დაადასტურა, თუმცა მისი განმარტებით, ჩაჩუა 25 მაისს, ღამით საკუთარ სახლში დააკავეს და ეს მის პროფესიულ საქმიანობას არ უკავშირდებოდა.

ტელეკომპანია „იმედის“ ვებგვერდი კი ავრცელებდა ინფორმაციას, რომ სავარაუდოდ საქმე ნარკორეალიზაციას ეხებოდა. მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს ნოდარ ჩაჩუას მეგობარი გოგო, რომელიც ასევე ჟურნალისტია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ნოდარ ჩაჩუას დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებდა.

„რეგინფოსთან“ სატელეფონო საუბარში სამინისტროს წარმომადგენლებმა, რომლებმაც ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვეს, ჩაჩუას დაკავება გუშინვე დაადასტურეს.

„რუსთავი 2“-მა კი განაცხადა, რომ როგორც გამოარკვიეს, შს სამინისტრო ჩაჩუას დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებას 27 მაისისთვის აპირებდა.

სოციალურ ქსელში ნოდარ ჩაჩუას მიერ სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ „რეგინფო“ კვლავ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კითხვებზე პასუხის მისაღებად, სადაც ამ საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერი კომენტარის გაკეთებაზე ამჯერადაც უარი თქვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]