weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ახალქალაქში მწყემსებისთვის მოპარული 65 ძროხიდან 19 თურქეთში იპოვეს

18:21 სამშაბათი, 29 მაისი 2018
ფოტო © Jnews.ge ფოტო © Jnews.ge

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშიდან, 26-27 მაისს, მწყემსებისთვის მოპარული 65 სული ძროხიდან 19 თურქეთის ტერიტორიაზე იპოვეს. როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქონელს ქართველმა და თურქმა სამართალდამცავებმა ერთობლივად ჩატარებული გამოძიების შედეგად მიაკვლიეს.

საქონელს საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს პერიოდში დააბრუნებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოსავლენად გამოძიება გრძელდება.

ახალქალაქში, საზაფხულო საძოვრებიდან საგარეჯოელ მწყემსებს საქონელი ორი დღის წინ მოპარეს. ერთ-ერთი დაზარალებულის, გიორგი კევლიშვილის თქმით,  ბოროტმოქმედები მწყემსებს თავს ღამის 1-ელ საათზე დაესხნენ.

„მწყემსები შეკრეს, ხელებსა და ფეხებზე ბორკილები დაადეს, პირი აუკრეს და საქონელი გაიტაცეს. ერთ საათში შევატყობინეთ პოლიციასაც, სასაზღვროსაც. თურქეთში რომ არის გადარეკილი, ყაჩაღობიდან 3-4 საათში, გათენებისთანავე დავადგინეთ. სულ 111 სული გვყავდა, ხბოების ჩათვლით. 65 მოპარული ძროხიდან 50 ჩემია, 15 კი სხვა საგარეჯოელი მწყემსების“, - უთხრა გიორგი კევლიშვილმა „რეგინფოს“.

ეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საზღვრისპირა სოფლებიდან საქონლის ქურდობის პირველი შემთხვევა არ არის. ადგილობრივების თქმით,  გასული წლის შემოდგომაზე სოფელ დადეშიდან 20 ძროხა მოიპარეს და ამ შემთხვევაშიც საქონლის კვალი თურქეთამდე მიდიოდა.

ბოლო შემთხვევის გამო, 28 მაისს, სოფლების - ხავეთის, მიასნიკიანის, ბოზალის, დადეშის მცხოვრებლებმა და ასევე საგარეჯოელმა მწყემსებმა საპროტესტო აქცია გამართეს და თურქეთთან დამაკავშირებელი, ახალქალაქი-კარწახის გზა გადაკეტეს. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ბოროტმოქმედების დაკავებას, საქონლის დაბრუნებას და საქართველო-თურქეთის საზღვარზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]